ფეხბურთი

15:21 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "იუვენტუსთან" შეთანხმება არ მქონია, კატეგორიული უარი ვთქვი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ „იუვენტუსთან“ შეთანხმება მიღწეული არ ჰქონდა.

როგორც მან აღნიშნა, ტურინული კლუბისგან შეთავაზება მიიღო, მაგრამ ის უარით გაისტუმრა:

„იუვენტუსთან“ არანაირი შეთანხმება არ მქონია, მაშინვე კატეგორიული უარი ვთქვი. შავ-თეთრ ფერებზე ვთქვი უარი? მხოლოდ სულელებს შეუძლიათ ამის დაჯერება, რადგან ჩემთვის „იუვე“ არის, იყო და ყოველთვის იქნება „იუვე“. გასაგებია? ასე რომ, ვერავინ ვერასდროს შეძლებს ჩემი გრძნობების და ისტორიის შელახვას ამ კლუბის მიმართ. ეს ეხება „ლეჩესაც“, სადაც გავიზარდე. კარგად მახსოვს, „ნაპოლიში“ პრეზენტაციაზე ფანებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ მათთან ერთად შეძახილზე ხტუნვა დამეწყო: „ვინც არ დახტის, „იუვენტუსის“ გულშემატკივარია“. ყველა გავაჩერე და ვთქვი, რომ ნუ მთხოვდნენ იმას, რასაც არ გავაკეთებდი“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ანტონიო კონტეს დაბრუნებაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მან „ნაპოლიში“ დარჩენა გადაწყვიტა და ნეაპოლურ კლუბს მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.120755