„ინტერი“ „პარმადან“ ნიჭიერი ფრანგი ფორვარდის, ანგე-იოან ბონის შეძენას უახლოვდება. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
ბონი „ინტერში“ მარკუს ტურამის ალტერნატივად მიაჩნიათ. საქმე ისაა, რომ „ნერაძური“ სათადარიგო თავდამსხმელებმა მარკო არნაუტოვიჩმა და ხოაკინ კორეამ დატოვეს, შესაბამისად, კლუბში ისეთი შემტევები სჭირდებათ, რომლებიც ლაუტარო მარტინესსა და მარკუს ტურამს როტაციაში დაეხმარებიან.
21 წლის ფრანგი ფორვარდის კარიერა „შატორუში“ დაიწყო, ხოლო 2021 წლიდან „პარმაშია“, რომლის მაისურით დღემდე 116 მატჩში 15 გოლი გაიტანა.






