ძიუდო

17:01 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ გამოეთიშა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქმეში მოქმედი ჩემპიონის რანგში გიორგი სარდალაშვილი ჩაერთო.

60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი, ანგოლელ ლეონარდო ბაროსს აჯობა. თუმცა, მომდევნო შეხვედრაში მასპინძელ მარტონ ანდრაშისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. გიორგიმ ვერც რეპეშაჟში გადაინაცვლა, საიდანაც ბრინჯაოს შანსი ექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ სარდალაშვილი უნგრელ ძიუდოისტთან მსაჯების ძალიან, ძალიან საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა, ესეც რბილად ნათქვამია...

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც საქართველო, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში, უძლიერესი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101256