მადრიდის „რეალმა“ არგენტინული „რივერ პლეიტიდან“ ამომავალი ვარსკვლავი ფრანკო მასტანტუონო დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
17 წლის შემტევი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „რივერის“ რიგებში ითამაშებს და „სამეფო კლუბს“ ამ ტურნირის შემდეგ შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება (აგვისტოში).
„რეალმა“ უნიჭიერეს ფეხბურთელში 63 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მასტანტუონომ „რივერ პლეიტში“ 2024 წლიდან დღემდე 61 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.