„სანტოსის“ ფეხბურთელი ნეიმარი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს და კარიერა „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელოს.
როგორც თურქული გამოცემა Fanatik-ი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ დეტალები და ფინანსური მხარე უცნობია. ნეიმარს „სანტოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და ევროპაშიც დაბრუნება სურს, რათა 2026 წლის მუნდიალისთვის კარგად მოემზადოს.
ნეიმარი „სანტოსში“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მოკლევადიანი კონტრაქტით და ჯერჯერობით, ფორმაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა არაერთხელ მიიღო.
ნეიმარს „სანტოსის“ გარდა, „ალ-ჰილალში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.









