ვეტერანი ბოსნიელ ფორვარდი ედინ ჯეკო სერია A-ში ბრუნდება, სადაც „ფიორენტინაში“ ითამაშებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 39 წლის ბოსნიელი ფლორენციულ კლუბს უფასოდ შეუერთდება და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.
ჯეკოს იტალიაში თამაშის დიდი და წარმატებით თამაშის გამოცდილება აქვს, 2015-2023 წლებში „რომას“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა, ბოლო ორი სეზონი კი, „ფენერბაჰჩეში“ გაატარა, სადაც 99 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა.