ფეხბურთი

17:10 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: "ლუის ენრიკესთან თუ ამას არ გააკეთებ, სკამზე დაჯდები და შენს ადგილს სხვა დაიკავებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ France Football-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის მოგებასა და ლუის ენრიკეზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა ესპანელი მწვრთნელის მნიშვნელობას და წვლილს იმ წარმატებაში, რომელსაც პსჟ-მ მიაღწია.

„ოქროს ბურთი? იმედი მაქვს, 30 ნომინანტს შორის მაინც ვიქნები. რთული წლები გავიარე ტრავმებით, ასევე იმედგამაცრუებელი თამაშებით. ვფიქრობ, ამ სეზონში კარგად ვითამაშე, ვნახოთ რა მოხდება. განსაკუთრებული იქნებოდა სიაში ჩემი სახელის ხილვა. ერთ-ერთ ფავორიტად ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ დღეს მოვიგე. სათქმელადაც რთულია, მაგრამ ოქროს ბურთის მოგება, როდესაც ფეხბურთელი ხარ, ინდივიდუალურ დონეზე მაქსიმუმია. ისეთი რამეა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. მახსოვს, ვუყურებდი როგორ გადასცემდნენ ოქროს ბურთს ფეხბურთელებს, ეს წარმოუდგენელი იყო.

ლუის ენრიკეს მსგავსი მწვრთნელის ხელში იცი, რომ თუ დაცვას არ დაეხმარები, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდები და ვიღაც შენს ადგილს დაიკავებს. თავდამსხმელმა ყოველთვის უნდა ეცადოს დაცვასა თუ შეტევაში გუნდს დაეხმაროს, არა მარტო შეტევაში, დაცვაშიც. ასე გახდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ყველა იცავდა თავს და ყველა უტევდა.

ის არის ბოსი, ვინც ყველაფერს წყვეტს: თუ კარგი ხარ, თამაშობ, თუ არ ხარ კარგი, არ თამაშობ. ძალისხმევას თუ არ იჩენ, სათადარიგო სკამზე დაჯდები. მან ეს მენტალიტეტი პსჟ-ში დააბრუნა. ამის წყალობით შექმნა ეს ჯგუფი, ბევრად უფრო ძლიერები ვართ და საკუთარ თავზე მეტად, გუნდზე ვფიქრობთ. ასევე არსებობს ტაქტიკური ასპექტი: ის ძალიან, ძალიან მაგარი მწვრთნელია, რომელსაც იდეები აქვს. არასდროს ნებდება. ის დიდი გამოცდილების მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 10 წლის წინაც მოიგო. ამბობს, რომ ფეხბურთი ომი არ არის, მაინც მატჩია, რომელშიც ემოციები უნდა აკონტროლო. მოტივირებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ არა ზედმეტად. ფინალის წინ გვითხრა, რომ სიამოვნება მიგვეღო, რადგან ასეთი მომენტი შეიძლება კარიერაში აღარასდროს განვიცადოთ. ლუის ენრიკე ამბიციურია, მთელ ენერგიას გუნდს უძღვნის, გუნდზეა ორიენტირებული და არა ვარსკვლავებზე“, - თქვა დემბელემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088659