ფეხბურთი

1:27 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ პოლონეთი გაანადგურა. ესპანეთი და იტალია პლეი-ოფში გავიდნენ

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მეორე ტურში ჩვენმა თანაჯგუფელმა პორტუგალიამ პოლონეთს 5:0 მოუგო. მატჩის გმირი ლისაბონის „სპორტინგის“ გარემარბი ჟეოვანი კენდა გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, ენრიკე არაუხოს გაატანინა.

თითოჯერაც პაულო ბერნარდუმ და როდრიგო გომეშმა გამოიჩინეს თავი. როჟერ ფერნანდეშმა ორი საგოლე პასი მიითვალა.

ორი ტურის შემდეგ პორტუგალიელებმა 4 ქულა მოაგროვეს და ფრანგებთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

A ჯგუფში ესპანეთმა კაცნალულ რუმინეთს 2:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა და მეოთხედფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდა. პლეი-ოფში გავიდა იტალიაც, რომელმაც ამავე ჯგუში მასპინძელი სლოვაკეთი 0:1 დაამარცხა, 6 ქულა მოაგროვა და მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179145