ფეხბურთი

3:00 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილი: "ასეთ დასასრულს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს წაგება მალე უნდა დაივიწყონ და მომდევნო მატჩისთვის მოემზადონ.

„ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ, ასეთ ფინალს არ ვიმსახურებდით. თუმცა მადლობა ბიჭებს თავგანწირვისთვის, თავდადებისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. ყველა ფიქრობდა, რომ მოგებული გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ეს ხდება, ჩვეულებრივი ამბავია.

პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ. დღეიდან უნდა გადავერთოთ მომდევნო მატჩისთვის და დღესაც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა აბუაშვილმა, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096592