ფეხბურთი

4:00 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამაგეიშვილი: "რეალობას არ მოვწყდებით, ძალებს მალე მოვიკრებთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიზი მამაგეიშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს გუნდი ფსიქოლოგიურად ძლიერია და ყველაფრისთვის მზადაა.

„ყველაზე კარგი ისაა, რომ ფსიქოლოგიურად კარგი ნაკრები ვართ, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ძნელია, როდესაც ხელიდან უშვებ ჯერ მოგებას და შემდეგ დამარცხდები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი მენტალობის და ფსიქოლოგიის გუნდი ვართ, რომელიც ძალებს მალე მოიკრებს და გადავერთვებით შემდეგი თამაშისთვის.

რეალობას არ მოვწყდებით და არ ვიფიქრებთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ გამარჯვებით ან ფრის შემთხვევაში. დავუბრუნდებით იმ რეალობას რაშიც ვართ და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოვემზადებით“, - თქვა მამაგეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.150541