საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან რთული იყო პირველი ტაიმი, ვაგებდით, სახიფათო მომენტი თითქმის არ გვქონია. მეორე ტაიმისთვის დავლაგდით, გასახდელში ვილაპარაკეთ, მოვბილიზდით, რაც პირველივე ტაიმიდან უნდა გვეჩვენებინა, ის ვაჩვენეთ და ვფიქრობ, არ უნდა წაგვეგო, ფრე მაინც უნდა ყოფილიყო. დასანანია ბოლო წუთებზე წაგება, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია ყველას ერთად. პორტუგალიასთან სულსა და გულს დავდებთ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს და ჯგუფიდან გავიდეთ“, - თქვა აზაროვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.









