ფეხბურთი

10:05 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "პსჟ-ს საჭიროებები რომ ჰქონდა, კვარაცხელიაში 70 მილიონი გადაიხადა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა.

„პსჟ ბრწყინვალე გუნდია. ლუის ენრიკემ გააცნობიერა, რომ რაღაც სჭირდებოდათ და კვარაცხელიაში 70 მილიონი გადაიხადეს. შემდეგ საჭიროა ფეხბურთელები კარგად ათამაშო, რასაც ისინი ყოველთვის კარგად აკეთებდნენ. პსჟ-მ ბურთი წაგვართვა და პრესინგისგან თავის დაღწევის საშუალება არ მოგვცა. გვინდოდა, მაგრამ არ შეგვეძლო. ახლა აუცილებელია ბოლო ორ მატჩში კარგი შედეგის ჩვენება. სიცხე მიზეზი არ არის, პსჟ-სთვისაც იგივე ამინდი იყო, აგვისტოშიც ასეთი სიცხეა, ფაქტია, რომ პსჟ უკეთესი იყო“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ტურში „ბოტაფოგოს“ შეხვდება, მატჩი 20 ივნისს, დილის 05:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099617