ძიუდო

17:29 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილმა მატიას კასე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალშია (+VIDEO)

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

სამ გზის მსოფლიო ჩემპიონმა მეოთხედფინალში მისთვის ნაცნობი მოწინააღმდეგე ბელგიელი მატიას კასე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალშია. ძიუდოისტებმა ტატამიზე 9 წუთზე მეტი გაატარეს და საბოლოო ჯამში ტატომ გამარჯვება შიდოების ხარჯზე მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილის მოწინააღმდეგე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098353