ფეხბურთი

20:40 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი ფეხბურთელი: "ფრეზე არ ვფიქრობთ, შეიძლება ეს ჩვენთვის ცუდად დასრულდეს"
"საქართველო უფრო ორგანიზებული და პრესინგზე აგრესიულია, ვიდრე პოლონეთი"

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ტიაგო ტომასმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო უკეთესი გუნდია, ვიდრე პოლონეთი, შესაბამისად, უფრო დაძაბულ და კონკურენტუნარიან თამაშს ელოდება.

„ეს უფრო დაძაბული და კონკურენტუნარიანი თამაში იქნება, ვიდრე წინა, თუმცა პოლონეთთან საგოლე მომენტები გამოვიყენეთ, რამაც თამაში გაამარტივა. საქართველო უფრო ორგანიზებული და აგრესიულია პრესინგზე და ფრთხილად თუ არ ვიქნებით, ზიანს მოგვაყენებს. გამარჯვებისთვის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.

საქართველოს მაღალი მცველები ჰყავს? საფრანგეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი მცველი დაახლოებით 2 მეტრის იყო, ამიტომ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ასეთ მცველებთან ვითამაშებ. მზად ვიქნებით. ასევე გვაქვს სხვა ძლიერი მხარეები, რომლებმაც შეიძლება სირთულეები შეუქმნას აგრესიულ ცენტრალურ მცველებს. მთავარია, გუნდში ჩვენი როლი შევასრულოთ.

მოედანზე არასდროს გავდივართ ერთი ქულისთვის, არამედ გამარჯვებისთვის. პირველი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, მეორე შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ყოველთვის როცა ვთამაშობთ, გამარჯვება გვინდა, ფრეზე არ ვფიქრობთ, რადგან ეს შეიძლება ჩვენთვის ცუდად დასრულდეს“, - თქვა ტომასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090134