ფეხბურთი

12:23 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა „გალათასარაიში“ ტრანსფერზე უარი განაცხადა

„ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უარი თქვა „გალათასარაის“ შეთავაზებაზე, იუწყება NTvspor.net.

წყაროს ცნობით, ორივე მხარის წარმომადგენლები სტამბოლში შეხვდნენ, სადაც თურქულმა კლუბმა 33 წლის მეკარეს თავისი შეთავაზება წარუდგინა. „გალათასარაის“ შეთანხმება ტერ შტეგენისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ მან უარი თქვა თურქეთის სუპერლიგაში გადასვლაზე და კატალონიურ კლუბში თამაშის გაგრძელება სურს.

გასულ სეზონში გერმანელმა ყველა ტურნირში ტრავმის გამო ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთში „მშრალად“ შეინახა კარი. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092815