ფეხბურთი

19:00 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი "პალერმოს" მწვრთნელად დაინიშნა

ფილიპო ინძაგი „პალერმოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ინძაგიმ გასულ სეზონში „პიზა“ სერია A-ში 34-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა, მაგრამ კლუბი დატოვა და ისევ სერია B-ში იმუშავებს, ამჯერად სიცილიაზე, სადაც მიზანი იგივე იქნება: სერია A-ში „პალერმოს“ დაბრუნება.

ფილიპო ინძაგის აქამდე „მილანში“, „ვენეციაში“, „ბოლონიაში“, „ბენევენტოში“, „რეჯინაში“, „სალერნიტანასა“ და „პიზაში“ უმუშავია. მან ორი გუნდი გადაიყვანა სერია B-დან სერია A-ში: „ბენევენტო“ და „პიზა“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166101