საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთვის რთული თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ. საერთო ჯამში, ჯგუფურ ეტაპზე ცოტა არ გაგვიმართლა. მინდა, მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, პერსონალს, მწვრთნელებს და განსაკუთრებით, გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ. ვფიქრობ, ქართული ფეხბურთი გააგრძელებს მომავალში წარმატებების მიღწევას“, - თქვა აბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
სოფო ერქვანია ჟილინადან