თამაშგარე

11:25 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ადრანა ლიმამ აღარ გავიხდიო

ულამაზესი ადრიანა ლიმა არცთუ დიდი ხნის წინ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლებოდა და პირთამდე გადაჭედილ „მარაკანაზე“ თუ „მორუმბიზე“ მისი ხილვა სტადიონზე მხოლოდ ფეხბურთის სანახავად მისულ ხალხსაც კი დიდ სიამესა და სიხარულს სძენდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა განცდებზე.

ახლა ბრაზილიელი სუპერ-მოდელი 44 წლისაა და ცხოვრებაში პირველად განაცხადა, რომ აღარ აპირებს თამამი ფოტოების გადაღებას, რადგან საამისოდ ასაკი აღარ უწყობს ხელს. ტიტლიკანა ლამაზმანთმოყვარეებში ამ ამბავმა ნამდვილი შოკი გამოიწვია და ლამისაა აქციები მოაწყონ ადრიანას სახლთან ერთადერთი მოთხოვნით - ისევ გაიხადოს!

სხვათაშორის, მსგავსი განცხადება ადრიანა ლიმამ ამ ხუთი წლის წინაც გააკეთა, თუმცა მაშინ დანაქადნები ვერ აასრულა, რადგან ერთობ მსუყე კონტრაქტები შესთავაზეს. ჰოდა, თავს ხომ არ იფასებს და ახლაც მაზანდის აწევას ხომ არ ცდილობს? ვინ იცის?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175267