ფეხბურთი

16:25 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

გუშინ წილისყრის შედეგად ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "ორდაბასის" დაუპირისპირდება, ხოლო გორის "დილა" ლუქსემბურგის „რასინგს" შეხვდება.

ამჯერად უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართა. შედეგად, კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისელების მოწინააღმდეგე კვიპროსული "ომონია" იქნება, გორელების ლატვიური "რიგა", ხოლო "სპაერი" გათამაშებას მეორე წრიდან იწყებს და მათი მეტოქე ვენის "აუსტრია" იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ორდაბასის“ 10 ივლისს უმასპინძლებს და 17 ივლისს ესტუმრება. 2019 წელს „ტორპედო“ ამ ყაზახურ გუნდთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა. რაც შეეხება გორის "დილას", „რასინგს“ ლუქსემბურგში 10 ივლისს ესტუმრება, ხოლო 17 ივლისს, გორში უმასპინძლებს.

პირველ მატჩს "სპაერი" სტუმრად 24 ივლისს ჩაატარებს, განმეორებითი მატჩი კი 31 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081679