ფეხბურთი

15:19 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილით ფრანგული კლუბი ინტერესდება

ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი შესაძლოა საფრანგეთში გადავიდეს და კარიერა „სენტ ეტიენში“ გააგრძელოს.

22 წლის შემტევი კარგ ფორმაშია, ხოლო „სენტ ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილის შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. აბუაშვილის ფასი დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროა, რაც „მწვანეების“ ბიუჯეტში ჯდება.

გიორგიმ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (გასულ სეზონში 33 შეხვედრაში 10 გოლი), ხოლო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თავი სამ შეხვედრაში თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. მან განსაკუთრებით კარგად სწორედ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, შემდეგ „პორტუს“ მეორე გუნდში იყო, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და 2024 წლიდან ფოთის „კოლხეთში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094856