ფეხბურთი

20:55 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშისთვის" დავითაშვილი ძვირია

„სენტ ეტიენის“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სავარაუდოდ, ზაფხულში კლუბს შეიცვლის, მაგრამ ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

ზურიკოს მიმართ ინტერესს სტამბოლის „ბეშიქთაში“ იჩენდა, მაგრამ როგორც თურქული მედია წერს, „არწივებმა“ ამ განზრახვაზე ხელი აიღეს, რადგან „სენტ ეტიენმა“ „ბეშიქთაშს“ ზურიკო 20 მილიონი ევრო დაუფასა, რაც თურქებისთვის მიუღებელი ფასი აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ დავითაშვილით ლიგა 1-ის კლუბები, „რენი“, „სტრასბური“ და „პარიზი“ არიან დაინტერესებული. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 9 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა, თუმცა „სენტ ეტიენი“ გავარდნისგან ვერ გადაარჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168065