ფეხბურთი

21:24 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილით ბელგიური კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და რუმინული „კრაიოვას“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ლიეჟის „სტანდარდის“ ინტერესის სფეროშია.

როგორც რუმინული გამოცემა digisport-ი იტყობინება, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს ლიეჟური გუნდის სპორტული დირექტორი და წარსულში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი, მარკ ვილმოტსი აწარმოებს.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს, ინტერესი არსებობს და „კრაიოვა“ სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.

ანზორ მექვაბიშვილმა გასულ სეზონში „კრაიოვას“ მაისურით რუმინეთის ჩემპიონატში 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მას საქართველოს ნაკრებში 23 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097211