ფეხბურთი

0:21 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებიდან პირდაპირ კლუბში: ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში ითამაშა

ლატვიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლაშა ოდიშარიას რფს სტუმრად „რიგასთან“ 1:3 დამარცხდა, ქართველმა ნახევარმცველმა კი, ითამაშა.

ამბავში საინტერესო ისაა, რომ 17 ივნისს, ოდიშარია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურით იყო მოედანზე, ხოლო 18 ივნისს, უკვე კლუბში ითამაშა.

ოდიშარია მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და რფს-ს ერთადერთი გოლი, რითაც მატჩში ანგარიში გაიხსნა, ქართველის წამოწყებულ იერიშს მოჰყვა. ცნობისთვის, ტრენჩინიდან რიგამდე მანძილი 1200 კილომეტრია, ხოლო ლაშამ 25 საათში ითამაშა ორი მატჩი.

ოდიშარიას აქტივში ლატვიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე პასია, ხოლო რფს 40 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101576