ფეხბურთი

11:45 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„დრო არ იყო საკმარისი“ - ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის“ სათავეში თავის პირველ მატჩზე

ნადრიდიდ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მადრიდული გრანდის სათავეში თავის სადებიუტო მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ რაუნდში „სამეფო კლუბმა“ საუდურ „ალ-ჰილალთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.

„ვიცოდი, რომ ცვლილებებს დრო დასჭირდებოდა. არის ასპექტები, რომლებიც უნდა შესწორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. დრო არ იყო საკმარისი. მოსამზადებლად მხოლოდ ცხრა დღე გვქონდა, ზოგიერთ მოთამაშეს კი მხოლოდ სამი ვარჯიში მოუწია ეს ასე მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ტურნირში ვმონაწილეობთ და სწავლის სურვილი გვაქვს. ჩვენი გეგმების განხორციელებას დრო დასჭირდება“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს ESPN.

ალონსომ მადრიდული გუნდი 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაიბარა. ესპანელის ბოლო სამსახური ლევერკუზენის „ბაიერი“ გახლდათ, რომელსაც ის 2022 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. „რეალის“ შემდეგი მატჩი 22 ივნისს მექსიკურ „პაჩუკას“ წინააღმდეგ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093417