ბასების ოჯახმა მარკ უოლტერთან შეთანხმება დადო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. ამის შესახებ ESPN იტყობინება. ამავდროულად, გაყიდვის მიუხედავად, ჯინი ბასი კვლავაც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.
უოლტერი დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანიის TWG Global-ის აღმასრულებელი დირექტორია. 2021 წლიდან ის „ლეიკერსის“ აქციონერია. სწორედ მაშინ მიიღო მან გუნდის საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვის პირველი უფლება.
უოლტერსა და ბასების ოჯახს შორის გარიგება 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც ისტორიაში სპორტული კლუბის ყველაზე მასშტაბური გაყიდვა იქნება. უოლტერსი ასევე ფლობს მეიჯორ ლიგის ბეისბოლის „ლოს-ანჯელეს დოჯერსს“, ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) „ლოს-ანჯელეს სპარკსს“ და ფორმულა 1-ის გუნდ „კადილაკს“.









