ძიუდო

17:00 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ფინალშია.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა სლოვაკი მარიუს ფიზელი, გერმანელი ლოსენი კონე და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ მინიონ კიმს გაეჯიბრა, რომელიც დამატებითი დროის მეხუთე წამზე იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილის მეტოქე ფინალში რუსი ინალ ტასოევი იქნება. ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.

დღესვე, ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა, რომელმაც კოლუმბიელ ბრიჯიტ კარაბალის აჯობა, მაგრამ მეორე წრეში სამხრეთკორეელ ჰიეონი ლისთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდივიდუალური შეჯიბრება სრულდება. თუშიშვილმა საქართველოსთვის მეოთხე მედალი უკვე გაინაღდა, გასარკვევია, რა სინჯის. მანამდე ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096237