მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ტურმა სტარტი აიღო და A ჯგუფში ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ ეგვიპტური „ალ აჰლი“ 2:0 დაამარცხა.
ბრაზილიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე გაიტანეს ორი გოლი: ჯერ აბუ ალიმ საკუთარ კარში შეაგდო, 10 წუთში ფლაკო ლოპესმა სხვაობა გააორმაგა. მალევე თამაში უამინდობის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ განახლდა და დასრულდა კიდეც, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
„პალმეირასს“ 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში „ინტერ მაიამის“ შეხვდება, ხოლო „ალ აჰლის“ აქტივში 1 ქულაა და ბოლო ტურის მატჩს „პორტუსთან“ გამართავს.









