თამაშგარე

12:39 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ოჯახის სიმყარის საიდუმლო

ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელი ცოლი ჯორჯინა როდრიგესი ერთადერთია ფეხბურთელის ყოფილ ცოლთა თუ საყვარელთა შორის, რომელმაც კრიშტიანუსთან 10 წელზე მეტი მეტია რაც ცხოვრობს. ამ ურთიერთობის სიმყარე განსაკუთრებით მათ აოცებთ, ვინც რონალდუს ოდინდელი ქალთმოყვარეობა სმენია და უნახავს.

ჯორჯინასა და კრიშტიანუს თანაცხოვრების სიმყარეს ექვსი შვილის გარდა შეიძლება ისიც განაპირობებდეს, რომ ფეხბურთელი პატარა ბიჭი აღარ არის და შესაძლებელია მრავალთა მსგავსად ისიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ასაკის შემდეგ ცხოვრებაში ბევრი ცვლილება სულაც არაა საჭირო და სასიამოვნო.

ამას თან ემატება ისიც, რომ ჯორჯინაც გვარიანად „შექოქილი“ ქალია და არ გამოეპარება მისი ქმრის „მაიმუნობები“. როგორც ძველი ფშავური გამოთქმა გვასწავლის: „კარგმა დიასახლისმა ყოველთვის უნდა იცოდეს, მისი ძროხა რამდენს იწველება და როდის შეიძლება გაბერწდეს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091054