ფეხბურთი

18:24 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბოტაფოგოს" მწვრთნელი პსჟ-სთან მოგებაზე: "ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, უფრო მეტი გვინდა"

„ბოტაფოგოს“ მთავარმა მწვრთნელმა რენატო პაივამ „პარი სენ-ჟერმენთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან რთული მატჩი იყო უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ. ბიჭებმა შესანიშნავი ხასიათი და არაჩვეულებრივი მენტალიტეტი გამოავლინეს, მოვახერხეთ თამაშის მნიშვნელოვანი მომენტების კონტროლი და მომენტების გამოყენება. ეს გამარჯვება ყოველდღიური მუშაობის, ტაქტიკური დისციპლინისა და ჯგუფის მიმართ ჩემი ნდობის შედეგია. ვიცოდით, რომ პსჟ ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ შევძელით წინააღმდეგობის გაწევა და საჭირო მომენტებში დარტყმის განხორციელება.

ამაზე აქ არ გავჩერდებით, გვსურს ტურნირზე წინსვლა და ჩვენი გულშემატკივრების ოცნების ასრულება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ბრაზილიური ფეხბურთისთვის, ასევე ჩვენი, როგორც გუნდის ზრდისთვის. ვიცით, რომ გამოწვევები, რომლებიც გველოდება, კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერის წინააღმდეგ სათამაშოდ“, - თქვა პაივამ.

„ბოტაფოგოს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, მაგრამ ჯგუფიდან ჯერ არ არის გასული, ბოლო ტურში „ატლეტიკოსთან“ ქულების მოპოვებაზე ფიქრი მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170524