ფეხბურთი

20:48 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის გარემარბმა, მარკუს რაშფორდმა, რომელიც აჟამად იჯარით „ასტონ ვილაში“ თამაშობს, „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილზე ისაუბრა.

YouTube არხ xBuyer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კატალონიელ თავდამსხმელ ლამინ იამალთან ერთად თამაშის შესაძლებლობის შესახებ, ინგლისელმა შემდეგი განაცხადა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ყველას სურს საუკეთესოებთან თამაში, ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - ციტირებს რაშფორდის სიტყვებს The Sun.

ფეხბურთელი ამჟამად ესპანეთში ისვენებს. თავდამსხმელმა თქვა, რომ მოსწონს ეს ქვეყანა და ასევე ახსენა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრი, რომელიც ინგლისში „არსენალში“ და ესპანეთში „ბარსელონაში“ თამაშობდა.

მოთამაშის მოქმედი კონტრაქტი მანკუნიანელებთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087184