სერბულმა „ცრვენა ზვეზდამ“ ოფიციალურად გამოაცხადა 29 წლის მცველ მილოშ ველიკოვიჩთან კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ, რომელიც ადრე „ტოტენჰემსა“ და „ვერდერში“ თამაშობდა.
სერბეთის ნაკრების ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 13 ნომრით ითამაშებს.
ველიკოვიჩი შვეიცარიაში დაიბადა და „ბაზელის“ აკადემიის აღზრდილია. 2011 წელს მილოში „ტოტენჰემის“ სისტემაში მოხვდა, სადაც ხუთი წელი გაატარა. ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ ძირითად გუნდში სამი მატჩი ჩაატარა. 2016 წლიდან 2025 წლამდე ფეხბურთელი „ვერდერის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ველიკოვიჩმა გერმანული კლუბის მაისურით 243 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.







