ფეხბურთი

1:04 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორი ნახევარფინალისტიც გაირკვა.

წინა გათამაშების ფინალისტები, ინგლისი და ესპანეთი ამჯერად მეოთხედფინალში შეხვდნენ. ორი წლის წინ ბათუმში ინგლისმა მოიგო, ახლაც ინგლისელებმა იმარჯვეს ჟილინაში.

ლი კარსლის გუნდმა მატჩის სტარტზევე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რასაც ესპანელებმა ტაიმის მიწურულს ხავი გერას პენალტით უპასუხეს და თამაში დაიძაბა. თუმცა, სანტი დენიას გუნდმა სიტუაცია ვეღარ შეცვალა, მეტიც, მატჩის მიწურულს ინგლისმა მესამეც გაიტანა და 3:1 მოიგო. შესაბამისად, ნახევარფინალში გავიდა.

ინგლისის მეტოქე ნახევარფინალში ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრები იქნება, რომელმაც პორტუგალია 1:0 დაამარცხა. მე-19 და 21-ე წუთებზე მარკ ვან ბომელის შვილმა, რუბენ ვან ბომელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 21-ე წუთიდან ნიდერლანდებმა 10 ფეხბურთელით ითამაშა. 30-ე წუთზე პორტუგალიას კარგი შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ ჯოვანი კენდამ პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი ძელს მოხვდა.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს ამ ტურნირზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული, მაგრამ რიცხობრივ უპირატესობაში გაუშვა. 84-ე წუთზე ნიდერლანდელთა იშვიათი კონტრშეტევა გოლით ერნესტ პოკუმ დაასრულა და თავისი გუნდი ურთულეს მდგომარეობაში ნახევარფინალში გაიყვანა - 0:1. აქვე გეტყვით, რომ ეს მატჩი ქართველებმა იმსაჯეს, მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო.

22 ივნისს, ორი მეოთხედფინალი გაიმართება: დანია - საფრანგეთს და იტალია - გერმანიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092431