საკლუბო მსოფლიო თასის E ჯგუფის მე-2 რაუნდის მატჩი დასრულდა, რომელშიც იტალიური „ინტერი“ და იაპონური „ურავა რედ დაიმონდსი“ შეხვდნენ ერთმანეთს. „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა 2:1 გაიმარჯვეს.
რიომა ვატანაბიმ „ურავა“ მე-11 წუთზე დააწინაურა. ლაუტარო მარტინესმა ანგარიში 78-ე წუთზე გაათანაბრა. ვალენტინ კარბონიმ კი გამარჯვების გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ინტერი“ ცხრილს ლიდერობს (4 ქულა), „ურავა რედ დაიმონდსი“ ბოლო ადგილზეა (0 ქულა).
პირველ რაუნდში ტურში „ინტერმა“ მექსიკურ „მონტერეისთან“ ფრე ითამაშა (1:1), ხოლო „ურავა“ არგენტინულ „რივერ პლეიტთან“ დამარცხდა (1:3).









