ფეხბურთი

21:40 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დრის მერტენსმა კარიერა დაასრულა

ბელგიელმა ფეხბურთელმა დრის მერტენსმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 38 წლის თავდამსხმელმა განცხადება გააკეთა.

მერტენსი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში „გალათასარაიში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 136 მატჩში 25 გოლი გაიტანა. დრისმა კარიერის საუკეთესო პერიოდი 2013-2021 წლებში „ნაპოლიში“ გაატარა, სადაც 397 შეხვედრაში თავი 148-ჯერ გამოიჩინა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მანამდე მერტენსი „აალსტის“, „აპელდორნის“, „უტრეხტისა“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში გამოდიოდა, ხოლო 2011-2022 წლებში ბელგიის ნაკრებში ჩატარებულ 109 თამაშში 21 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098507