ფეხბურთი

22:10 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესმა აზრი შეიცვალა და საუდის არაბეთში გადასვლაზე თანახმაა

„მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი მზადაა „ალ-ჰილალის“ შეთავაზებას დათანხმდეს და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

ფრანგი მცველის ტრანსფერზე კლუბები შეთანხმებული არიან, მაგრამ ფეხბურთელი აქამდე უარს ამბობდა ოჯახის გამო საუდის არაბეთში თამაშზე. თუმცა, ვინაიდან, ის „მილანის“ გეგმებში არ შედის და ვერც სხვა შეთავაზებები მიიღო, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა.

„ალ-ჰილალში“ იმედოვნებენ, რომ ტრანსფერს უახლოეს 48 საათში დახურავენ.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08839