ჩოგბურთი

17:50 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრე ესპანელ პაბლო ლიამას რუისთან გამარჯვებით გადალახა.

ბასილაშვილი ამ შეხვედრაში ფავორიტი იყო და გამარჯვებაც მოახერხა. მან პირველი სეტი 6:3 მოიგო, მეორე 4:6 დათმო, მაგრამ მესამე სეტში მეტოქეს შანსი ისევ არ მისცა, კვლავ 6:3 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზს 2 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა, 21 ვინერსი და 20 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის მეორე წრეში 25 ივნისს, ჰონგ კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ ვონს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094928