„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატზე „სიეტლ საუნდერსთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მოგება დაიმსახურეს და ასეთ ტურნირზე ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ:
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ამ ტიპის მატჩების თამაში ადვილი არ არის. მოედნის მდგომარეობა ისეთი არ არის, როგორიც ევროპაშია. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ეს და ტემპი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათზე უკეთესები ვიყავით და ამ მატჩში გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს ისეთი შეჯიბრია, სადაც მზად უნდა იყო ატლანტაში, ფილადელფიაში ან თუნდაც სხვაგან გასამგზავრებლად. გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ვფიქრობ, ფეხბურთელებიც მზად არიან. ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება და ძალიან რთული იქნება. მოტივირებულები ვართ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.









