ფეხბურთი

14:50 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი ტრენტზე: „ის მალე მიხვდება, რამდენად მომთხოვნია „რეალი“

მადრიდის „რეალისა“ და უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის „ლივერპულიდან“ „სამეფო კლუბში“ გადასვლს შესახებ ისაუბრა.

„ტრენტმა ბევრს მიაღწია ინგლისის პრემიერლიგაში, მაგრამ „რეალში“ ... ის მალე მიხვდება, რამდენად მომთხოვნია ეს კლუბი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებს იქ თამაშით და ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია“, - ციტირებს ბეილის სიტყვებს Sky Sports.

12 ივნისს „რეალ მადრიდ სიტიში“ კლუბის ახალი მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პრეზენტაცია გაიმართა. 26 წლის ფეხბურთელი გუნდში 12 ნომრით თამაშობს. მისი დებიუტი კი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე „ალ-ჰილალთან“ მატჩში (1:1) 18 ივნისს შედგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098118