„მილანის“ ნიჭიერი თავდამსხმელი ფრანჩესკო კამარდა კარიერას „ლეჩეში“ გააგრძელებს. მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კამარდა „ლეჩეს“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. თუმცა, „მილანი“ 17 წლის ტალანტზე კონტროლს სრულად არ დაკარგავს, რადგან თუ „ლეცე“ მას გამოისყიდის, „მილანს“ შემდეგ ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
ფრანჩესკო კამარდამ „მილანის“ მთავარ გუნდში დღემდე 16 უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში მეორე გუნდში 20 თამაშში 7 გოლი მიითვალა.
კამარდა იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, მას 17 და 19-წლამდე ნაკრებების მაისურით 28 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.






