„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი იანვარში ვერ დაიმატა, მაგრამ როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იპოვა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, „აძური“ პსვ-ს მარცხენა გარემარბს, ნოა ლანგს პირად კონტრაქტზე მოურიგდა, ახლა კი, მზადაა პსვ-სთან დახუროს გარიგება 28 მილიონ ევროდ. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში საბოლოო შეთანხმება შედგება.
ნოა ლანგი პსვ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 63 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე იყო „ბრიუგეს“, „ტვენტესა“ და „აიაქსის“ წევრი, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 14 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.









