ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, გუშინ 38 წლის გახდა. ფეხბურთელის მეუღლემ, ანტონელა როკუზომ, საყვარელ ადამიანს პერსონალური საჩუქარი გაუკეთა და ცნობილი შეფ-მზარეულის რჩევებითა და დახმარებით საკუთარი ხელით გამოუცხო ხილის ტორტი, რომელიც ლეოს ძალიან უყვარს.
სოციალურ ქსელებში ანტონელა ქმარს დითირამბებს უძღვნის და წერს: „გილოცავ იუბილეს, გილოცავ დაბადების დღეს! მამიკო, ქმარუკა და კარგო ადამიანო! შენ დიდ ბედნიერებას ყოველთვის იმსახურებდი! როგორ გაგვიმართლა შენ რომ დაიბადე! გვიყვარხარ!“.
საყოველთაოდ ცნობილი ამბავია რომ ლეო მესი მართლაც რომ კარგი მეოჯახე და შესანიშნავი მამაა. არგენტინული პრესა ხშირად წერს, რომ ლეოს და ანტონელას სამი ვაჟი სანიმუშოდ თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში იზრდებიან, რაც პირველყოვლისა სწორედ ლეო მესის დამსახურებაა.









