27 წლის შვედი ფეხბურთელი ვიქტორ გიოკერეში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "სპორტინგს" დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით შვედმა გადაწყვეტილების შესახებ "სპორტინგის" დირექტორს თავად განუცხადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიოკერეშმა "სპორტინგის" საწვრთნელი ვარჯიში ნაადრევად დატოვა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა და განუცხადა, რომ ეს მისი ბოლო ვარჯიში იყო ამ კლუბში.
ჯერ ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს შვედი ფორვარდი კარიერას, მისი შეძენით "არსენალი" მანჩესტერ "იუნაიტედი" და ტურნის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ გიოკერეში "სპორტინგის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 54 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემაა.