UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ცნობილ ესპანურ გამოცემა MARCA-ს მისცა. ყოფილი ჩემპიონი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და იმედი აქვს საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.
"მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ. ჩემს ოჯახთან და ხალხთან გავატარე ეს დრო და კონკრეტული კომპონენტების გაუმჯობესებაზე ვიმუშავე. ვფიქრობ ჩემი სტრაიკინგი და ჭიდაობა ახლა უფრო კარგია და ჯიუ ჯიცუში კი პრობლემები არასდროს მქონია. მიმაჩნია, რომ ბრძოლისთვის მზად ვარ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და არ მაინტერესებს სხვები რას ამბობენ."
"ილია თოფურია კარგი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ მაყურებელი საოცარ სანახაობას იხილავს. რაც შეეხება ჩემს აუტსაიდერობას, ვიტყვი, რომ ადამიანებს ვისაც ჩემი სჯერა, ბევრ ფულს ვაშოვნინებ. ჩემთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა უცხო არ არის და არ მაინტერესებს. მე ვარ მებრძოლი, რომელიც თავისი მიზნებისთვის იბრძვის და ყოველთვის წინ მიდის." - განაცხადა ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ორტაბრძოლა ლას ვეგასში საქართველოს დროით 29 ივნისს (კვირას გამთენიისას) გაიმართება.









