ფეხბურთი

11:48 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის ექვსი წყვილი ცნობილია

დასრულდა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 რაუნდის კიდევ ერთი სათამაშო დღე, რის შემდეგაც გაირკვა შეჯიბრის 1/8 ფინალის კიდევ ოთხი მონაწილე, რომლებმაც ორი ახალი წყვილი შეადგინეს.

E ჯგუფის ლიდერი, იტალიური „ინტერი,“ ტურნირის შემდეგ რაუნდში F ჯგუფის მეორე გუნდს, ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდება. მექსიკური „მონტერეი,“ რომელმაც E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, 1/8 ფინალში F ჯგუფის გამარჯვებულს, გერმანული დორტმუნდის „ბორუსიას.“

მანმადე კიდევ ოთხი წყვილის მონაწილეების ვინაობა გაირკვა: „პალმეირასი - ბოტაფოგო,“ „ბენფიკა - „ჩელსი,“ პსჟ - „ინტერ მაიამი“ და „ფლამენგო“ – „ბაიერნი.“

ხვალ, 27 ივნისს, ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდება, რომელიც პლეი-ოფის დარჩენილ წყვილებს გამოავლენს.

დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე G ჯგუფში „იუვენტუსი“ „მანჩესტრ სიტის“ შეხვდება ორლანდოში, „ვიდადი“ – „ალ-აინს“ ვაშინგტონში.

ხვალ, თბილისის დროით დილის 5 საათზე, H ჯგუფში „ზალცბურგი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება ფილადელფიაში, „ალ-ჰილალი“ - „პაჩუკას“ ნეშვილში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091199