„ლივერპულმა“ „ბორნმუთიდან“ ნიჭიერი უნგრელი მცველი მილოშ კერკეზი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის ფეხბურთელი არნე სლოტის გუნდის მესამე შენაძენია მიმდინარე ზაფხულს ფლორიან ვირტცისა და ჟერემი ფრიმპონგის შემდეგ. ფეხბურთელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბორნმუთს“ „ლივერპულმა“ ახალგაზრდა მარცხენა მცველში 47 მილიონი ევრო გადაუხადა. მან ენდრიუ რობერტსონი უნდა შეცვალოს, რომელიც მერსისაიდელთა გეგმებში აღარ შედის.
21 წლის მილოშ კერკეზმა „ბორნმუთში“ გატარებულ ორ სეზონში 74 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე მან თავი „ალკმაარში“ გამოიჩინა, ხოლო თავის დროზე „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.