„მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი „ალ-ჰილალში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
„როსონერი“ ფრანგი მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ტეოს ხელფასი არაბულ კლუბში სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.