ლატვიის ჩემპიონატის მე-20 ტურში რფს-მა სტუმრად „იელგავა“ 1:0 დაამარცხა, ლაშა ოდიშარიამ კი საგოლე პასი მიითვალა.
მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა სწორედ ქართველის გადაცემით გაიტანა. ლაშამ 84 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ოდიშარიას ლატვიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
რფს 20 ტურის შემდეგ 46 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ივნისს, სტუმრად „დაუგავპილსს“ შეხვდება.









