ფეხბურთი

23:57 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდებმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ნიდერლანდების ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, უფრო სწორედ ავტოგოლმა, რომელიც ესპანელმა რაულ ხიმენესმა 63-ე წუთზე გაიტანა. დარჩენილ დროში ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებმა სიტუაცია ვერ შეცვალა და ტიტული ვერ შეინარჩუნა.

ნიდერლანდებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097685