ფეხბურთი

18:48 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "დრო გვჭირდება იმ იდენტობის შესაქმნელად, რომელიც გვინდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ზალცბურგთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კმაყოფილია, მაგრამ გუნდი ჯერ მშენებლობის პროცესშია და დრო სჭირდებათ.

„პირველი ტაიმი სერიოზული იყო. მოთმინებით ვითამაშეთ, ვიცოდით, რომ ათ წუთში ვერ მოვიგებდით და რომ საგოლე შანსის მოსაძებნად სიმწიფე დაგვჭირდებოდა. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ეს პროცესია. დრო გვჭირდება იმ იდენტობის შესაქმნელად, რომელიც გვინდა. თუმცა, დღეს ვაკონტროლებდით თამაშს, რამაც მკაფიო სიგნალი მოგვცა: ვიცით, როგორ ვმართოთ კონკურენცია.

მბაპე? ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი პროგრესი დღითიდღე. მან დაიწყო სირბილი, კარგად რეაგირებდა, მაგრამ ჯერ არ არის მზად. ოთხი დღე გვაქვს: მინდა ვიყო ოპტიმისტი, მაგრამ ასევე ფრთხილი“, - აღნიშნა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მერვედფინალში 1 ივლისს, ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097628