პსვ ეინდჰოვენმა ვეტერან ხორვატ ნახევარმცველ ივან პერიშიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.
36 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდური კლუბის ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს. პსვ-მ პერიშიჩი გასული წლის სექტემბერში დაიმატა, როცა ის თავისუფალი აგენტი იყო.
პერიშიჩი შესანიშნავად მოერგო პსვ-ს გუნდის ლიდერიც გახდა და სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ხორვატს მანამდე „ჰაიდუკში“, „ტოტენჰემში“, „ბაიერნში“, „ინტერში“, „ვოლფსბურგში“, „დორტმუნდში“, „ბრიუგესა“ და „როზელარეში“ უთამაშია, ხოლო ხორვატიის ნაკრებში 144 თამაშში 36 გოლი აქვს გატანილი.









